,,გისსონი” კერძო დაცვით საქმიანობას ახორციელებს 2006 წლიდან, კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ თბილისში, ხოლო რეგიონალური ოფისები           ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ.ფოთში, ქ. ქუთაისსა და ქ. რუსთავში.

მიუხედავად 13 წლიანი გამოცდილებისა და ბაზარზე მოხვეჭილი მაღალი სანდოობისა, კომპანია ყოველწლიურად ნერგავს ახალ ინოვაციებს და მომსახურებას ახორციელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.  კერძოდ არსებული საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციები სრულად გადაყვანილია უახლეს GPRS/GSM მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიაზე, ცოცხალი ძალით დაცულ ობიექტებზე დასაქმებული პირადი შემადგენლობა გადამზადებულია პროფესიონალიზმისა და ფიზიკური მონაცემების ამაღლების მიზნით, გააჩნიათ პირველადი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სერთიფიკატები. ისინი  აღჭურვილი არიან  სპეცტანსაცმლითა და ყველა საჭირო  ტექნიკური საშუალებებით.

კომპანიას  სწრაფი რეაგირების ჯგუფები, უწყვეტ რეჟიმში ანხორციელებენ დაცვაზე აყვანილი ობიექტების კონტროლსა და მონიტორინგს და განგაშის შემთხვევაში ახდენენ მყისიერ რეაგირებას.
შ.პ.ს. ,,გისსონი“ თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმთან“, გააჩნია საბანკო გარანტია და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც უზრუნველყოფს დაცვის ბრალეულობით გამოწვეული ზიანის სრულ და დროულად ანაზღაურებას

ჩვენი მომსახურებით სარგებლობს ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ,,თი ბი სი ბანკი“, “გუდვილი”,  “სავალდებულო დაზღვევის ცენტრი”, ,,ნიკორა”, ,,ელფ სითი“,  “კოზლოვიჩი”, ,,ბადაგი“, ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრი“,  ,,ვენეცია 97“,  ,,კარაოკე“, ,,ვაით ლაუნჯი“, ,,ტეკა“ ,,მეგაფარმი“, ,,მინია“, ,,რემონტს ჯგუფი“, ,,კინდზა და სხვა.