ობიექტების ფიზიკური ძალით დაცვა, ანუ ცოცხალი ძალით დაცვა  საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის ერთ-ერთი ეფექტური და საუკეთესო სერვისია, რაც გულისხმობს ჩვენი კომპანიის შესაბამისი მომზადებისა და გამოცდილების მქონე დაცვის თანამშრომლებით, (დასაცავი ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე) როგორც დღის განმავლობაში, ანუ სამუშაო საათებში, ასევე 24 საათიანი რეჟიმში თქვენი ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

     პირადი დაცვა ცოცხალი ძალით უზრუნველყოფის განსაკუთრებული სერვისია. პირადი დაცვის თანამშრომლები ფლობენ პირადი მცველის გადამზადების წარმატებით დასრულების სერთიფიკატებს. პირადი დაცვის ამოცანას წარმოადგენს კონკრეტული დასაცავი პირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მისი საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის, გადაადგილების მარშრუტების თავისებურებების წინასწარ შესწავლისა შემდეგ შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის მიხედვით.

     დაცვითი და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი სერვისია მსოფლიოში. ჩვენ გთავაზობთ   უახლესი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი GPRS/GSM სისტემების სიგნალიზაციის ინსტალაციას.  ტექნიკური სამსახურის მიერ წინასწარ ხდება თქვენი ობიექტის  ინდივიდუალურად შესწავლა  ყველა რისკების გათვალისწინებით, რის შემდეგაც ვადგენთ სიგნალიზაციის ოპტიმალურ სისტემას, ვახორციელებთ მონტაჟსა და შემდგომ მომსახურებას

ვიდეო სათვალთვლო სისტემების გამოყენებით, დამკვეთი მოახდენს ბინების, ოფისების, შენობა-ნაგებობების, ბიზნეს ოპერაციების, თანამშრომლებისა თუ მომხმარებლების სრულ კონტროლს. ინსტალაციის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, აკონტროლოთ თქვენი ობიექტი ინტერნეტის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ჩვენ შეგვიძლია თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, დავამონტაჟოთ ვიდეო სათვალთვალო სისტემები და ვუზრუნველყოს მათი მუდმივი მონიტორინგი კომპანიის ოპერატიული მართვის ცენტრიდან.

GPS კონტროლის  მთავარი მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების დაცვა და მონიტორინგი. GPS სისტემის ინსტალაციის შემდეგ, ავტომობილის მფლობელი შეძლებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვებ-პლატფორმისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს  დეტალური ინფორმაცია ავტოტრანსპორტის მდებარეობის,  მოძრაობის სიჩქარის, საწვავის მოხმარების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ავტოტრანსპორტის სიჩქარე, გააჩეროს ან დაბლოკოს ავტოტრანსპორტი.